Sunday, August 31, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან ბევრის მომცემი იყო. თავდაპირველად გავიხსენეთ წინა დღის მასალა.შევისწავლეთ მეორე მოდულის პირველი ნაწილი,შემდეგ საბოლოოდ ჩამოვაყალიბეთ იდეები და დავსახეთ მიზნები ამ იდეების განხორციელებისთვის.
პროექტის სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძელებენ:
- გამოკითხვით დაადგინონ თუ რომელი ყურძნის ჯიშებია გავრცელებული დედოფლისწყაროს რაიონში
- გაანალიზონ მოპოვებული ინფორმაცია და დიაგრამების გამოყენებით კლასიფიკაცია გაუკეთონ ყველაზე მოთხოვნად სახეობებს
- სლაიდების მეშვეობით აუდიტორიას გაუკეთონ პრეზენტაცია და შესაბამისად მოახდინონ ყველაზე მოთხოვნადი სახეობების რეკლამირება
Saturday, August 30, 2014
პირველი მოდულის შეფასება
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში
მეორე დღის რეფლექსია
დღეს მოვიფიქრე ჩემი იდეა და ახლა ვფიქრობ ამ იდეის განხორციელებაზე. ვისწავლე ბლოგზე პოსტის განთავსება და იმედი მაქვს თქვენი კომენტარები მნიშვნელოვნად დამეხმარება იდეის რეალიზაციაში.
ჩემი პროექტის იდეა
ჩვენს სოფელში განვითარებულია მევენახეობა. აღნიშნული სფეროს პოპულარიზაციის მიზნით ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ყურძნის სახეობებს, მათი წარმოშობისა და განვითარების გზებს, დიაგრამების საშუალებით შექმნიან ყველაზე გავრცელებული ჯიშების კლასიფიკაციას. მოსახლეობიდან მიიღებენ რეკომენდაციებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით კი შეძლებენ ყურძნის რეკლამირებას და სოფლის პოპულარიზაციას.
Subscribe to:
Posts (Atom)